in ,

ნაკრებს ოქრიაშვილი გამოაკლდა

საქართელოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისის მატჩებს სერიოზული დანაკლისით ხვდება. გიორგი ქვილითაიას შემდეგ, “ჯვაროსნებს” ტრავმის გამო თორნიკე ოქრიაშვილიც ვერ დაეხმარება.

თორნიკეს ტრავმა ჰქონდა და ბოლო მატჩებში ვერც “აპოელის” შემადგენლობაში თამაშობდა დიდად. როგორც ჩანს, ქართველს ნახევარმცველს ტრავმა თამაშის საშუალებას არ აძლევს. მის ნაცვლად, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველს სანდრო ალთუნაშვილს უხმო.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ შეხვედრას 2 ივნისს “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 5 ივნისს ნაკრები ასვლით შეხვედრას რაზგრადში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 9 ივნისს სკოპიეში ჩრ.მაკედონიას ვესტუმრებით და 4 მატჩიან ციკლს 12 ივნისს “დინამო არენაზე” ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დავასრულებთ.

4 დაემატა, ადგილობრივები დღეიდან შეუერთდებიან – იყიდე აბონემენტი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯანო ანანიძე: ვფიქრობ, ღირსეული კარიერა მქონდა – საქართველოში აკადემიის გახსნას ვგეგმავ

ვინისიუსი, ფოდენი, ბელინგემი და მამარდაშვილი – ქართველი სეზონის სიმბოლურში