in ,

4 დაემატა, ადგილობრივები დღეიდან შეუერთდებიან – იყიდე აბონემენტი

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

საწვრთნელი შეკრების მეორე დღეს სავარჯიშო პროცესში კვლავ არასრული შემადგენლობა მონაწილეობდა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 15 ლეგიონერი იყო. ნაკრებს გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკა კვეკვესკირი შეუერთდნენ.​

ეროვნული ლიგის ის ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები ჩაატარეს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშს 26 მაისს დაიწყებენ. საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით 29 მაისს შეიკრიბება.

ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 2 ივნისს, შინ გიბრლატართან გამართავს. ამ მატჩის ბილეთების შეძენა ონლაინ უკვე შესაძლებელია. მეტიც, ივნისის სანაკრებო მატჩებზე გულშემატკივარს აბონიმენტის შეძენის საშუალებაც აქვს.

აბონიმენტის მფლობელებს ერთა ლიგის ორ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ – 2 ივნისს გიბრალტართან და 12 ივნისს, ბულგარეთთან.

აბონიმენტის ყველა მფლობელს სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სახელობითი სკამი დახვდება.

ბილეთის ფასი 5 ლარიდან იწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომას პირველი ევროპული ტიტული: გლადიატორებმა ტირანა დაიპყრეს

მესის აქ რა უნდა: მთელი ევროპის ნაკრები