in

მორიგი ოქრო:გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებენ ქართველი ძალოსნები. მორიგი ოქროს მედლები საქართველოს გურამ ვეკუამ მოუპოვა.


-96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში ჯერ 142 კგ-იანი შტანგა დაძლია. მეორე მისვლაზე კი პირველი შედეგი ორი კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო მესამე მცდელობაზე 147 კილოგრამსაც წარმატებით გაუმკლავდა და ოქროს მედალს დაეუფლა.


ვეკუა საუკეთესო იყო აკვრაშიც. გურამმა პირველ ცდაზე 171 კილოგრამს მარტივად გაუმკლავდა. მას პრობლემები არც მეორე ცდაზე შექმნია და 176 კგ. დააფიქსირა. ხოლო მესამე მცდელობაზე 177 კგ. დაძლია და ევროპის ჩემპიონი აკვრაშიც გახდა.
ამგვარად, ქართველი ძალოსანი პირველი იყო ორჭიდშიც, სადაც მან ჯამში 324 კგ დააფიქსირა, მესამე ოქროს მედალი მოიპოვა და პოლონეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

B ჯგუფი სიკვდილისაა:ბარსა VS ბაიერნი და სიტი VS პსჟ ჯგუფურ ეტაპზე

მბაპე რეალის ფეხბურთელია:ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება