in

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია… და ისტორიაში შევიდა

ლაშა ტალახაძემ მორიგი ისტორია დაწერა: ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამივე ოქროს მედალი დაისაკუთრა და ქართულ სპორტში ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საუდის არაბეთის ქალაქ ელ რიადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი ატაცსა და აკვრაში გახდა და ასევე ჩემპიონობა ორჭიდის ჯამში მოიპოვა.

ლაშა ტალახაძემ ატაცში 208, 215 და 220 კგ. დაძლია.

აკვრაში 245 და 253 კგ. დააფიქსირა.

ორჭიდის ჯამში კი დაძლეული წონა 473 კგ-ია.

ლაშა ტალახაძე ამ გამარჯვების შემდეგ ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ათლეტია, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.

ამასთან, ლაშა ტალხაძემ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა მესის ვერ შეხვდა: ნაკრებიდან მიბრუნებულებმა მშვენივრად ითამაშეს

2023 წელს ჩელსის ძირითადში 37 ფეხბურთელმა ითამაშა