in

ამჯერად რეკორდების გარეშე და ტრავმის ფონზე: ტალახაძე მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს მედლები +109 კილოგრამში გათამაშდა. ფიცარნაგზე მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი ლაშა ტალახაძე წარსდგა.

ლაშამ პირველ ორ მოსვლაზე 208, 212 კილოგრამიანი შტანგები დააფიქსიტრა და ორი მოსვლის შემდეგ გაინაღდა ატაცის მოძრაობაში ოქროს მედალი. მესამე მისვლაზე კი, ლაშა თავისივე რეკორდის გაუმჯობესებაზე აღარ წავიდა და ამჯერად 217 კილოგრამს დასჯერდა, რომელიც წარმატებით დაძლია. აღნიშნულ მოძრაობაში მეორე ადგილზე სომეხი ვარაზდატ ლალაიანი გავიდა 211 კგ, მესამე ადგილს კი, მესამე სომეხი გორ მინასიანი დასჯერდა -210 კგ.

აკვრაში ლაშამ ასპარეზობა 245 კილოგრამით დაძლია, რომელიც წარმატებით დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 253 კილოგრამიანი შტანგა ვერ დაძლია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც შეძლო სამი ოქროს მედლის მოპოვება.

ლაშა მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო სათამაშოდ თავდაჯერებული გავა: დღეს ბულგარეთთან მატჩია

ბათუმი საქართველოს ჩემპიონია