in ,

საქართველო სათამაშოდ თავდაჯერებული გავა: დღეს ბულგარეთთან მატჩია

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს ითამაშებს. მეტოქე ჩვენთვის არც თუ ხელსაყრელი ბულგარეთია, რომელსაც თავადაც არ უდგას საუკეთესო დროება, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად.

ჩვენმა გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში 28 ფეხბურთელის შემადგენლობით მასპინძელ სტადიონზე, გუშინ გამართა.

ცნობილია, რომ განაცხადში არ იქნება გიორგი წიტაიშვილი. მიზეზი გიბრალტართან მიღებული დაზიანებაა. 21 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად ბულგარეთშია და მომდევნო მატჩებში მონაწილეობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

“ლუდოგორეც არენაზე” საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ოთარ კაკაბაძემ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი:
„ციკლის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის კარგია თავდაჯერებისთვის. შეკრებაზე 29 ფეხბურთელი გამოვიძახეთ. შესაბამისად მოედანზე ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, რათა გარკვეული სიახლე შემოვიტანოთ. მატჩამდე ბოლო ვარჯიში გვაქვს და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საუკეთესოდ მოვემზადოთ თამაშისთვის.

აღდგენა ძალიან კარგად წარიმართა, ზოგმა 90 წუთი ითამაშა, ზოგმა ნაკლები, თუმცა მთლიანობაში პროცესით კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ამდენი გულშემატკივარი ჩამოვიდა ბულგარეთში ჩვენს მხარდასაჭერად. მით უმეტეს, რომ ეს არ არის საქართველოს მეზობელი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ისინი გაგვამხნევებენ. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ძალიან ვაფასებთ ამას.

ბულგარეთი გიბრალტარზე ძლიერია და ეს ფაქტია, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ და შევინარჩუნებთ თუ არა ამ ინტენსივობას. რადგან, ეს გასაღებია სხვადასხვა შესაძლებლობის. უკანასკნელი ექვსი თვიდან გამომდინარე, ამაზე არ ვნერვიულობ. თამაშზე თავდაჯერებულები გავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კარგი შეხვედრა, როგორც ქართველი, ისე ბულგარელი გულშემატკივრისთვის.

ბულგარეთის ნაკრებთან წინა შეხვედრა ამხანაგური იყო. ორივე მწვრთნელმა ბევრი ცვლილება განახორციელა. ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანია გამარჯვების მოპოვება, რადგან პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ასე რომ, ეს მატჩი განსხვავებული იქნება. მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა მთავარია, რომ გუნდურად ძლიერია და მეტ ყურადღებას მათ ტაქტიკას დავუთმობთ. არ ვიცით, რა შემადგენლობით იქნება მეტოქე, ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული.

ოთარ კაკაბაძე:
“მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტთან არ გვითამაშია, თითქმის გაივსო სტადიონი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ ჩამოსული გულშემატკივრები გავახაროთ. მათი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრებში მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდება”.

ბუდუ ზივზივაძე:
“გუნდში კარგი განწყობაა, რადგან მოვიგეთ პირველი შეხვედრა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ვფიქრობ, რომ დადებითად აისახება მომავალ შეხვედრაზე. ბულგარეთი კარგი გუნდია, უხერხული მეტოქეა ჩვენთვის. რთულ თამაშს ველოდებით და ვფიქრობ, რომ, თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას”.

ბულგარეთის-საქართველოს მატჩი, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ამჯერად რეკორდების გარეშე და ტრავმის ფონზე: ტალახაძე მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი