in ,

B ჯგუფი სიკვდილისაა:ბარსა VS ბაიერნი და სიტი VS პსჟ ჯგუფურ ეტაპზე

დღეს, სტამბოლში მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 გუნდი, ტრადიციულად, 8 ჯგუფში გადანაწილდა.
სამწუხაროდ, ჯგუფური ეტაპი ქართველი ფეხბურთელის გარეშე ჩაივლის – მართალია, დინამო კიევში გიორგი წიტაიშვილი ირიცხება, მაგრამ ის სეზონის ბოლომდე იჯარით ჩერნომორეცშია განათხოვრებული. თეორიულად, შესაძლებელია, ლიგაზე გიორგი აბუაშვილმა ითამაშოს, რომელიც პორტუს სარეზერვო კლუბში ირიცხება და კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება ნებისმიერ დროს შეუძლია. იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული შერიფის გენერალური დირექტორი მოლდოვური კლუბის ლეგენდა ვაჟა თარხნიშვილია.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ

A ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, პსჟ, ლაიპციგი, ბრიუგე.
B ჯგუფი: ატლეტიკო, ლივერპული, პორტუ, მილანი.
C ჯგუფი: სპორტინგი, დორტმუნდი, აიაქსი, ბეშიქთაში.
D ჯგუფი: ინტერი, რეალი, შახტარი, შერიფი.
E ჯგუფი: ბაიერნი, ბარსელონა, ბენფიკა, დინამო კიევი.
F ჯგუფი: ვილიარეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ატალანტა, იანგ ბოიზი.
G ჯგუფი: ლილი, სევილია, ზალცბურგი, ვოლფსბურგი.
H ჯგუფი: ჩელსი, იუვენტუსი, ზენიტი, მალმიო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

15 წლის ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია

მორიგი ოქრო:გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონია