in

მბაპე რეალის ფეხბურთელია:ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება

კილიან მბაპე, სავარაუდოდ, დღეს, 27 აგვისტოს მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდება.


როგორც “მარკა” იტყობინება, ესპანურმა კლუბმა პარი სენ-ჟერმენთან შეთანხმებას მიაღწია. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ მიიღონ ბოლო შეთავაზება – 170 მილიონი ევრო და 10 მილიონი ევროს ბონუსი. ამგვარად, ფეხბურთის ისტორიაში რიგით მე-2 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი შედგება.
ჯერჯერობით, უცნობია რეალსა და მბაპეს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები. “მარკას” ცნობით, დიდი შანსია, ტრანსფერი ოფიციალურად 27 აგვისტოს დადასტურდეს. 

აღასანიშნავია, რომ მოსალოდნელ ტრანსფერში დიდი როლი თავად ფეხბურთელმა ითამაშა, რომელმაც პარიზელებთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2022 წელს იწურება უარი თქვა და რეალში გადასვის სურვილი არასდროს დაუმალავს.


კილიან მბაპე პსჟ-ს 2017 წელს მონაკოდან შეუერთდა და 174 მატჩში 133 გოლის გატანა მოახერხა. 22 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს, 48 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მორიგი ოქრო:გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონია

გიორგი გამჯაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს