in

მბაპე არავიზე მაღლა არ იდგება: რეალმა ხისტი პოზიცია დაიკავა და კილიანს საკუთარ პირობებზე ითანხმებს – ფეხბურთელმა პარიზს უთხრა, რომ კონტრაქტი აღარ შესთავაზონ

კილიან მბაპემ პსჟ-ს აცნობა, რომ წასვლაზე გადაწყვეტილებას არ შეიცვლის და ითხოვა, რომ ახალი კონტრაქტი არც შესთავაზონ.

ამასთან დაკავშირებით უახლოეს თვეებში მბაპე და პსჟ ერთობლივი განცხადებით გამოვლენ და ოფიციალურად იტყვიან, რომ ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

ამ სეზონში 25 წლის ფორვარდის ანგარიშზეა 31 გოლი და 7 საგოლე პასი 30 მატჩში.

ასევე დაასახელეს ის ნაბიჯები, რისი გაკეთებაც მბაპეს მოუწევს „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებით.

როგორც კი მბაპე საჯაროდ გამოაცხადებს, რომ პარიზულ კლუბს ტოვებს, „რეალი“ მას კონტრაქტს შესთავაზებს ინ პირობებით, რაზეც ფეხბურთელს უკვე აცნობეს, თუმცა ხელმოწერა ჯერ არ არის.
„რეალში“ გადასასვლელად მბაპემ უბრალოდ უნდა მიიღოს მადრიდელთა წინადადება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ ხისტი პოზიცია დაიკავა ამ საკითხზე.

„რეალს“ სურს გასახდელში ატმოსფერო შეინარჩუნოს და არ დაარღვევს ფინანსურ სტაბილურობას.

სავარაუდოდ, „რეალი“ მბაპეს დაახლოებოით 30 მილიონს შესთავაზებს. ის ასევე მიიღებს საკონტრაქტო ბონუსს ყველა იმ ფეხბურთელის მსგავსად, ვინც მადრიდში უფასოდ გადადის. ეს თანხა კი 50 მილიონს არ აღემატება.

გადასვლამდე მბაპეს უნდა ესმოდეს, რომ „რეალში“ ის არავიზე მაღლა არ იდგება. კილიანს მოუწევს ლიდერის როლი გაიყოს იმათთან, ვინც თავი უკვე გამოიჩინა.
მოკლედ, მბაპეს ბელინგემსა და ვინისიუსზე მეტს არ გადაუხდიან.

კონტრაქტის ვადა 5-6 წელიწადს შეადგენს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სად ითამაშებს კვარა: ხვიჩა ბარსას სამ ვარიანტშია

ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა მანჩესტერს ჰყავდა