in ,

მიქაუტაძის გოლებს ზივზივაძის და ბერიძისაც მოყვა: ლეგიონერები

გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგი და შედეგიანი გამოდგა. მუდმივად არის საუბარი, რომ საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელის პრობლემა აქვს, ამ უქმეებზე კი, საქართველოს ნაკრების სამმა ფორვარდმა შეძლო გატანა. მათ შორის, გიორგი მიქაუტაძის დუბლი უნდა გამოვყოთ, რომელმაც “სერენი” ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გადაიყვანა.

მიქაუტაძის დუბლი გადამწყვეტ მატჩში: გიორგიმ სერენი უმაღლესში დააბრუნა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ქართველების დუელი ვიხილეთ. გიორგი მაკარაძის “ალმერია” ოთარ კაკაბაძის “ტენერიფეს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. კაკაბაძე მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ კი, “ალმერიას” შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა.

გიორგი აბურჯანიას “კარტახენამ” “კასტელიონა” 1:0 დაამარცხა. აბურჯანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჯაბა კანკავას “ვალანსიენმა” 3:5 წააგო “ლე ავრთან”. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ადისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

გიორგი მიქაუტაძემ (“სერენი”) დუბლი შეასრულა და საგოლე პასით დაეხმარა პარტნიორს “ვაასლანდ-ბევერენთან” საპასუხო გასვლით მატჩში (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა), რომელშიც ბელგიის მთავარი დივიზიონის (ჟუპილერლიგა) საგზური თამაშდებოდა.
“სერენმა” 5:2 გაიმარჯვა და მომავალი სეზონიდან ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში ითამაშებს. მიქაუტაძემ ერთი გოლი 11-მეტრიანით გაიტანა, მეორე გოლის შემდეგ კი ყვითელი ბარათი მიიღო.

ნიკა კვეკვესკირისა და ნიკა კაჭარავას (ტრავმა) “ლეხმა” სტუმრად 2:1 მოუგო კრაკოვის “ვისლას”. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო, 90-ე წუთზე კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

ვაკო გვილიამ (“ლეგია”) 55-ე წუთამდე ითამაშა “სტალთან” სტუმრად ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის “შტურმირ” “ზალცბურგთან” 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე გაიტანა კიდეც, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა.

ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგი” სტუმრად “რაპიდს” დაუპირისპირდა, 2:1 მოუგო. გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა, ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

ლევან შენგელიას “ქონიასფორმა” სტუმრად 1:0 მოუგო “გიოზთეფეს”. საქართველოს ნაკრების შემტევმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

საბა ლობჟანიძემ (“ანკარაგიუჯუ”) შეუცვლელად ითამაშა “ფენერბაჰჩესთან” შინ წაგებულ (1:2) მატჩში.

რუსეთის პრემიერლიგაში საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანისა და გიორგი არაბიძის “როტორმა” სტუმრად 1:2 წააგო “სოჩისთან”. დავითაშვილმა (84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო) და კვირკველიამ სრულად ითამაშეს, ყიფიანი კი, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა, 83-ე წუთზე შეცვალეს. “როტორის” კარში პირველი გოლი კვირკველიას შეცდომას მოჰყვა.

კვიპროსის საჩემპიონო ჯგუფში თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა “ანორთოსისმა” (გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია) ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი წააგო – 0:2.

ლორიამ სრულად ითამაშა, დაუშვილი და ქვილითაია ქეცბაიამ შესვენებისას შეცვალა, ხოლო ოქრიაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

უნგრეთში გიორგი ბერიძის “უიპეშტმა”, რომელმაც ორშაბათს უნგრეთის თასი მოიგო, “ზალაეგერშეგს” უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში 5:4 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევმა შეუცვლელად ითამაშა, მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროში” ბუდაპეშტურ დერბიში “ჰონვედს” ეწვია და 2:1 დაამარცხა. ხარაიშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. დვალი თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო.

ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” “დიოშდიორი” ძალიან მარტივად 4:0 დაამარცხა. ზივზივაძე მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და 78-ე წუთზე გაიტანა.
ბუდუს “ფეჰერვარმა” ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლა ლიგის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა? დიდი ბრაზიანობა მადრიდში – რეალმა ვერ მოიგო და პირველზე ატლეტიკო დატოვა (35-ე ტური)

მაკფადენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო