in ,

მიქაუტაძის დუბლი გადამწყვეტ მატჩში: გიორგიმ სერენი უმაღლესში დააბრუნა

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის იუპილერ ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, „სერენს“ მატჩის დამაჯერებლად მოგებაში დაეხმარა და 25 წლის შემდეგ ბელგიის მთავარ ლიგაში დააბრუნა.

საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელის გუნდმა „სერენმა“ „ვასლანდ-ბევერენთან“ საშინაო არენაზე შეხვედრა 1:1 დაასრულა (გოლი მიქაუტაძემ გაიტანა) და ცხადია, გასვლით განმეორებით მატჩში აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ამას ისიც დაემატა, რომ თამაში „ბევერენმა“ უკეთ დაიწყო და მიხაილ ფრეიმ პენალტით მე-15 წუთზე მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ სწრაფად, 22-ე წუთზე ანგარიში ასევე პენალტით გაათანაბრა, ხოლო 45+4-ე წუთზე „სერენი“ ბრაჰიმ საბუნიმ წინ გაიყვანა. დანიელ სინანიმ 51-ე წუთზე სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო და ანგარიში 2:2 გახდა.

ამ რთულ ვითარებაში მიქაუტაძემ ლიდერის თვისებები გამოავლინა. 62-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, რომლითაც ფეი ვაგანემ ისარგებლა და „სერენი“ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ. 70-ე წუთზე მიქაუტაძემ „ბევერენის“ კარი მეორედ აიღო და დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი 90+5-ე წუთზე ანტონი ბერნიემ დასვა და „სერენმა“ 5:1 მოიგო, ორი მატჩში ჯამში კი 6:3 (5:2, 1:1).

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში “სერენის” მაისურით 19 გოლი გაიტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი რეპეტიციაზე ჩემპიონი ვერ გახდა: ჩელსის აგუეროს პიჟონობამ უშველა

სოფიაში ვერცერთი ლიცენზია ვერ ავიღეთ: ტოკიოში 5-ით ნაკლები მოჭიდავე გვეყოლება