in ,

მიქაუტაძის თანაგუნდელი: ჟორჟს უდიდესი ტალანტი აქვს – იგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “სერენის” ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ბოლო სანაკრებო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, თანდათან ბრუნდება და იგი მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგული მეც-ის საკუთრებაა. იუსუფ მაზიზმა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელია, ორივე ზემოხსენებულ კლუბში იყო, გიორგი მიქაუტაძეზე ბელგიურ მედიასთან ისაუბრა.

“ჟორჟი უდიდესი ტალანტია. მას ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ ადრე თუ გვიან დიდ წარმატებას მიაღწიოს. ბეგლიაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და უკვე 5 გოლი გაიტანა. მასთან ერთად მოედანზე თამაში დიდი სიამოვნებაა. ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ორივეს ერთნაირი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს”, – თქვა მაზიზმა.

მიქაუტაძემ ბელგიის ჟუპილერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლი გაიტანა, მისმა თანაგუნდელმა მაზიზმა – 3. გიორგი ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს შვედეთსა და უზბეკეთთან გამართულ შეხვედრებში ვერ დაეხმარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტოები: თამაში ყველას უნდა, მაგრამ… ბორჯღალოსნებმა არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართეს

ჟილ ვისენტეს მწვრთნელი: აბურჯანიასთვის ნაკრებში გამოძახება საზიანოა