in

მესი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს: როგორ?

„ინტერ მაიამის“ ფორვარდ ლეო მესის ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დაბრუნდეს ევროპულ კლუბში. ამაზე სოცქსელებში Inter Miami FC Hub აცნობებს.

„ინტერ მაიამის“ ცნობილ ფეხბურთელებს შეეძლებათ წავიდნენ მოკლევადიანი იჯარით ევროპაში იმ შემთხვევაში, თუ გუნდი MLS-ის პლეი-ოფში ვერ გადავა. ასე რომ, არსებობს ალბათობა, რომ არგენტინელი ევროპულ კლუბში აღმოჩნდეს.

ამჟამად „ინტერი“ 33 ქულით მე-14 ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში. ლეომ ამერიკულ გუნდში 12 მატჩი გამართა და 11 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასიც გააკეთა.

მესი „ინტერში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და ახალ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

საინტერესოა, რომ არც თუ დიდი ხნით თამაშის მიუხედავად, მესი MLS-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში მოხვდა.

36 წლის ლეომ ამ ტურნირზე მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამერიკელებს საგზურებს ავტომატურად არ მისცემენ, მაროკოს ფინალი თავისთან უნდა: ვის რამდენ სტადიონს აძლევენ

ვიდეო: კინო ბექჰემებზე კარგი გამოვიდა, ყველაზე სასაცილოა ვიქტორიას ამბავი ბავშვობის ავტომობილზე – დევიდმა გაუჩალიჩა