in

მესის 1200 ქულა აქვს 1057 მატჩში: მან 110 გუნდს გაუტანა

ლეო მესიმ 1200 ქულა დააგროვა კარიერაში „გოლი + პასის“ სისტემით.

მან ბოლოს დუბლი და საგოლე პასი მიამატა აქტივს „ინტერ მაიამისა“ და „ნიუ ინგლენდ რევოლუშენს“ შორის მატჩში (4:1).

36 წლის მესის 1057 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ნაკრებში, ასევე საკლუბო დონეზე. მან 832 გოლი გაიტანა და 368 შედეგიანი პასი გააკეთა.

გარდა ამისა, მესიმ იმ გუნდების რაოდენობა გაზარდა, ვისთვისაც გოლი გაუტანია.

არგენტინელმა 110 კლუბს გაუტანა 130-დან, ვის წინააღმდეგაც უთამაშია, გოლი+ასისტი კი 125 გუნდის წინააღმდეგ აქვს ამ 130-დან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეს შტურმმა ლიდერობა შეინარჩუნა, აპოელ-მა დაკარგა – ლეგიონერები

ვირტუსმა მოიგო და შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო