in

მესიმ კარიერაში 700 გოლი გაიტანა, ოღონდ პენალტები არ ითვლება: მნიშვნელოვანია წარმატებული სტარტი – თბილი ჩახუტება ლებრონთან (ვიდეო)

ლეო მესიმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა თუ პენალტებს არ ჩავთვლით.

„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი სადებიუტო მატჩში შეცვლაზე შევიდა 54-ე წუთზე მექსიკურ „კრუს ასულთან“ Leagues Cup-ის შეხვედრაში და 90+4-ე წუთზე ჯარიმიდან გაიტანა.

ეს გოლი მესისთვის მე-700 გახდა კარიერაში თუ პენალტებიდან გატანილ გოლებს არ ჩავთვლით. 11-მეტრიანებიდან კი ლეოს 108 ბურთი აქვს შეგდებული.

ვიდეო: მესის დებიუტი ამერიკაში – კინოა! გამარჯვების გოლი ჯარიმიდან 90+4 წუთზე გაიტანა

მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი თავად მთავარმა გმირმაც გააკეთა:
„გვინდოდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის გამარჯვებით დაგვეწყო. მნიშვნელოვანი იყო წარმატებით სტარტი. მე ბოლო შანსი მქონდა და საბედნიეროდ გამომივიდა“.

ლეომ ეს გამარჯვება ტრავმირებულ პარტნიორს მიუძღვნა.
„ნება მომეცით ეს მოგება იან ფრეის მივუძღვნა. ის ორი მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და დღეს ისევ დაშავდა“, – თქვა მესიმ.
„ინტერის“ მცველმა იან ფრეიმ ტრავმა 30-ე წუთზე მიიღო და შეცვალეს.

ამ მატჩს სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად „ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსიც დაესწრო. თამაშამდე ის არგენტინელ ფეხბურთელს შეხვდა. ცნობილი სპორტსმენები თბილად და დიდხანს ჩაეხუტნენ ერთმანეთს და სასიამოვნო სიტყვები გაცვალეს.
ლებრონი „მაიამიში“ 2010-2014 წლებში თამაშობდა და ნბა ორჯერ მოიგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მესის დებიუტი ამერიკაში – კინოა! გამარჯვების გოლი ჯარიმიდან 90+4 წუთზე გაიტანა

მბაპეს ამბები: ტრანსფერზე დაყენება, გუნდიდან გარიყვა, ღალატი… საუდეთი