in

ვიდეო: კინო ბექჰემებზე კარგი გამოვიდა, ყველაზე სასაცილოა ვიქტორიას ამბავი ბავშვობის ავტომობილზე – დევიდმა გაუჩალიჩა

Netflix-ზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი „მანჩესტერისა“ და „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის შესახებ, რომელშიც შევიდა დევიდ ბექჰემისა და ვიქტორიას საუბარი, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალბატონი თავისი წარმომავლობის შესახებ საუბრობდა.

„ჩვენ ორივე გავიზარდეთ ოჯახებში, სადაც ბევრს შრომობდნენ. ჩვენ მუშათა კლასიდან ვართ“, – თქვა ვიქტორიამ. ბექჰემი, რომელიც იმ მომენტში მეზობელ ოთახში იმყოფებოდა, გაიგონა ეს, კარიდან თავი გამოყო და თქვა: „გულწრფელი იყავი!“ ვიქტორიამ უპასუხა, რომ „სიმართლეს ამბობდა!“

შემდეგ დევიდმა ჰკითხა: „რა მანქანით დაყავდი მამაშენს სკოლაში? ცოლმა პასუხის გაცემა დაიწყო: „მამაჩემი…“ ბექჰემმა შეაწყვეტინა და ჰკითხა: „არა, მარტო ერთი პასუხი“. „ჩემი მამა…“ – განაგრძო ვიქტორიამ. „რა მანქანა იყო?’ – ისევ იკითხა ბექჰემმა. „ეს არ არის მარტივი პასუხი“, – უთხრა ვიქტორიამ. „რა მანქანით დაყავდი მამაშენს სკოლაში“ – გაიმეორა დევიდმა. „გააჩნია რაზეა საუბარი“, – თქვა ქალმა. „არა, არა, არა“, – იყო ბექჰემის რეაქცია.
„კარგი. 80-იან წლებში მამაჩემს ჰყავდა Rolls-Royce», – გამოტყდა ვიქტორია.
„მადლობა“, – თქვა ბექჰემმა და კარს უკან გაუჩინარდა.

დევიდი და ვიქტორია 24 წელიწადია ცოლ-ქმარი არიან. მათ 4 შვილი ჰყავთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს: როგორ?

კარგი მეორე ტაიმი, მაგრამ კლასი არ გვეყო: საქართველომ მსოფლიო დაამთავრა