in ,

მესის სხვებიც გაყვებიან: ბარსას გარდა კიდევ 5 ესპანური კლუბი ვერ იფორმებს ფეხბურთელებს

„ბარსელონა“ არ არის ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელსაც ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. „ვალენსია“, „ლევანტე“, „ბეტისი“, „ალავესი“ და „სელტა“ ცდილობენ შემადგენლობის გაძლიერებას, მაგრამ ამის საშუალება არ აქვთ. ყველაფერი ხელფასების ჭერის ბრალია.

„ბარსელონამ“ უკვე დაკარგა მესი, ახლა იგივე შეიძლება დაემართოს ემერსონის, აგუეროს, ერიკ გარსიას და დეპაის შემთხვევებშიც. „ვალენსიამ“ ჯერ ვერ დაარეგისტრირა ალდერეტე, „ლევანტემ“ – სოლდადო, „სელტამ“ – გალანა, ჩერვი, დიტურო, „ბეტისმა“ – მირანდა. თან ეს სრული სია არ არის. ასეთი ვითარებაა ლა ლიგის სტარტამდე ერთი დღით ადრე. ყველას აქვს იმედი, რომ ჩაეტევა დარჩენილ საათებში, თუმცა მათ კიდევ ორი კვირა ექნებათ სიტუაციის გამოსწორებისთვის (სამი ტური უკვე ჩატარებული იქნება).

სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდება, რაც ოფიციალურად 62 დღეა, მაგრამ ლა ლიგის დასრულებიდან (მაისის შუაში) 31 აგვისტომდე დაახლოებით 100 დღე გავა, ხოლო იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებთაც კლუბის გამოცვლა სურთ, სულ უფრო და უფრო მეტი ხდება.

„ოქროს ბურთის“ 6-გზის მფლობელი ლეო მესი, რომელმაც მთელი კარიერა „ბარსელონაში“ გაატარა, იძულებული გახდა ლა ლიგა დაეტოვებინა და საფრანგეთში გადაბარგებულიყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: ლევან შენგელია ბელგიური ლოვენის ფეხბურთელია

თბილისის დინამოში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა