in ,

ვულოცავთ ბარსელონას, ჩემპიონს: ფეხბურთელებმა თავს გაქცევით უშველეს – ფოტო

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონია. 34-ე ტურში „ბარსამ“ სტუმრად „ესპანიოლი“ დაამარცხა 4:2 და ვადაზე ადრე გაინაღდა პირველობა.

ესპანიოლი – ბარსელონა 2:4
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (11), 0:2 ბალდე (20), 0:3 ლევანდოვსკი (40), 0:4 კუნდე (53), 1:4 პუადო (73), 2:4 ხოსელუ (90+2)

„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში 27-ჯერ მოიგო. „რეალს“ 35 აქვს.

რეალი: „ვულოცავთ „ბარსელონას“, 2022/23 წლების ჩემპიონს“.

„ბარსას“ ესპანეთის ჩემპიონი მესის გარეშე პირველად გახდა 1998/99 წლების სეზონის შემდეგ.

ლევანდოვსკიმ რონალდოს შემდეგ პირველმა გაიტანა 30+ გოლი სადებიუტო სეზონში.

ლევანდოვსკიმ ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ მეცხრედ მოიგო. აქამდე იყო 8 ტიტული ბუნდესლიგაში „ბაიერნთან“ ერთად.

ბუსკეტსმა „ბარსასთან“ ერთად 32-ე ტიტული მოიგო და ინიესტას დაეწია. უფრო მეტი მარტო მესის აქვს – 35.

ჩავიმ პირველად მოიგო ლა ლიგა როგორც მწვრთნელმა. ეს მისი მეორე ტროფეია „ბარსას“ თავკაცის როლში.

ჩავი: „ბარსელონას“ ბევრს აკრიტიკებდნენ, მაგრამ ჩემპიონობამ ჩვენი პროექტი გადაარჩინა. ზეიმი – ეს ნორმალურია, მაგრამ სახლში არ ვართ და უპატივცემულობა არ უნდა გამოიჩინო.
ევროპაში „ბარსელონა“ არც ისე კარგად თამაშობდა. დაუმთავრებელი საქმეები დაგვრჩა“.

საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებმა ზეიმი დაიწყეს, რამაც მასპინძელი გუნდის ფანები გააგიჟა. ისინი მოედანზე გადავიდნენ და „ბარსას“ მოთამაშეებს დაედევნენ. ფეხბურთელებმა თავს გაქცევით უშველეს, ამაში კი სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომლები და პოლიციელები დაეხმარენ. „ესპანიოლის“ გულშემატკივრები მათ სხვადასხვა საგნებსა და სკამებს ესროდნენ.
„ბარსამ“ ზეიმი გასახდელში გააგრძელა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დვალმა გამარჯვების გაიტანა, ვაკომ დუბლი შეასრულა – ლეგიონერები

NBA-მა რეგულარული სიმბოლურები შეადგინა