in ,

ესპანეთის მომავალი ჩემპიონი ცნობილია: სუპერკომპიუტერმა პროგნოზი დადო, მაგრამ…

სუპერკომპიუტერმა FiveThirtyEight გამოთვალა ვინ არის უკეთ მზად ესპანეთში ახალი სეზონისთვის.

მანქანა მადრიდის „რეალს“ ჩემპიონობის 39%-ს აძლევს, პროგნოზით „ბარსელონა“ მე-2 ადგილს დაიკავებს, რომელსაც ჩემპიონობის 25%-იანი შანსი აქვს.

„ატლეტიკო“ (12%) და „ვილიარეალი“ (8%) მე-3 და მე-4 ადგილებზე გავლენ.

პროგნოზებისთვის ალბათ ძალიან ადრეა, ჯერ ხომ არცერთ გუნდს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

ისე, საინტერესოა, რომ გასულ სეზონში სუპერკომპიუტერი ადრეულ პროგნოზში შეცდა, როდესაც ჩემპიონობა „ბარსელონას“ უწინასწარმეტყველა. მოგვიანებით სისტემამ საკუთარი მონაცემები დააკორექტირა და ტიტულის მფლობელად „რეალი“ აქცია.

შარშან ლა ლიგაში ისე განვითარდა მოვლენები, რომ პროგნოზირებას სუპერკომპიუტერი კი არა, მცირეწლოვანი ბავშვი ან ფეხბურთში სრულიად გაუთვითცნობირებულიც კი მარტივად შეძლებდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კუნდეს გამო ბევრი რამ აირია, ლევანდოვსკის 5-ში წარადგენენ – სატრანსფერო ამბები

ნოიერისა და გაბრაზებული ტაქსისტის ისტორიას გაგრძელება აქვს: გამოჩნდა მხსნელი – ნახე ვინ არის და რა ქნა