in ,

მამარდაშვილი ტერ შტეგენს, ობლაკს და სიმონს მხოლოდ 2 მშრალი მატჩით ჩამორჩება

გასულ ზაფხულს თბილისის “დინამოდან” “ვალენსიას” მეორე გუნდში გადასულ გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მეორე გუნდში ერთი ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებია. მიზეზი ისაა, რომ ყველასთვის მოულოდნელად გიორგი პირდაპირ “ღამურების” ძირითადი გუნდის წევრი გახდა და ბოლო ტურებია გუნდის ძირითადი მეკარეცაა.

21 წლის ქართველ მეკარეს ლა ლიგაში 477-წუთიანი მშრალი სერია აქვს და 84 წუთი აშორებს ჩილელი კლაუდიო ბრავოს ყველა დროის რეკორდს. 20214 წელს ბრავოს ლა ლიგაში 561-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა.

მამარდაშვილს ყველა დროის რეკორდამდე 84 წუთი აშორებს

მიმდინარე სეზონში გიორგი ლა ლიგაში 13 შეხვედრა ჩაატარა და 7-ჯერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი სან სებასტიანის “რეალ სოსიედადის” მეკარეს ალეხანდრო რემიროს აქვს. ბასკების მეკარემ 27 შეხვედრიდან 17-ში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
შემდეგ მოდიან – ბონო (“სევილია”), ხერონიმო რული (“ვილიარეალი”) და ტიბო კურტუა (“რეალი”) 12 მშრალი მატჩით.
11-11 მშრალი მატჩი აქვთ სერხიო ერერას (“ოსასუნა”) და მატიას დიტუროს (“სელტა”). 10 მშრალი მატჩი დაუგროვდა ჟერამიას ლედესმას (“კადისი”). ესპანეთის ნაკრების მეკარეს უნაი სიმონს (“ატლეტიკი”), მარკ ანდრე ტერ შტეგენს (“ბარსელონა”) და იან ობლაკს (“ატლეტიკო”) 9-9 მშრალი მატჩი აქვთ.

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილს ყველა დროის რეკორდამდე 84 წუთი აშორებს

მამარდაშვილი ტურის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის: მხარი დაუჭირე ქართველ მეკარეს