in ,

კვირკველია ალმერიაში?

ესპანური გამოცემა ESTADIO DEPORTIVO იუწყება, რომ საქართველოს ნაკრებისა და ხარკოვის “მეტალისტის” ცენტრალური მცველის საბა კვირკველიას შეძენით ესპანური “ალმერია” არის დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, უკრაინასა და რუსეთში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ ქვეყნებში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბებიდან წასვლის შესაძლებლობა მისცა. ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ ესპანელებისთვის უკრაინულ ბაზარზე რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელა და მათ შორის ერთ-ერთი მათგანი საბა კვირკველიაა.

შეგახსენებთ, “ალმერიას” ღირსებას გიორგი მაკარიძე იცავს.

კვირკველიას გასული სეზონის ბოლოს მოსკოვის “ლოკომოტივთან” კონტრაქტი ამოეწურა და რუსეთის ჩემპიონატი დატოვა. ქართველმა მცველმა, რომელსაც ტრანსფერმარკტი 1,5 მილიონ ევროდ აფასებს, უკრაინის პრემიერლიგის აწ უკვე შეწყვეტილ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდებს შოულობენ მწვრთნელები პრემიერლიგაში? ტუხელი 5-ეულშიც არ არის – გრცხვენოდეთ!

ვინ გაიტანა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების გოლი? ყველაფერი დათვლილია