in ,

კვირკველია ხარკოვის მეტალისტში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველის, საბა კვერკველიას უგუნდოდ ყოფნა დასრულებული. ქართველი ფეხბურთელი ხარკოვის “მეტალისტმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. ოფიციალური საიტი არ აზუსტებს რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა კვირკველიამ კლუბთან.

კვირკველია ივლისიდან უკლუბოდ იყო, მას მერე, რაც მას მოსკოვის “ლოკომოტივთან” კონტრაქტი დაუსრულდა. საბას რუსეთში “ზენიტის” სარეზერვო გუნდში, “რუბინში”, “ნეფტეხიმიკში”, “ლოკომოტივსა” და “როტორში” უთამაშია. რუსეთის პრემიერ-ლიგაში მან 200-ზე მეტი თამაში ჩაატარა. 2017/18 წლების სეზონში ის რუსეთის ჩემპიონი გახდა, რუსეთის თასს კი სამჯერ დაეუფლა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კვირკველიამ 42 მატჩი ჩაატარა. “ტრანსფერმარკტი” მას 2.5 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ორი წლის წინათ, ის ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე ძვირი იყო და €10 მილიონი ღირდა. ბოლოს მან ოფიციალურ მატჩში 16 მაისს ითამაშა “როტორის” რიგებში “რუბინის” წინააღმდეგ.

საბა ხარკოვის “მეტალისტში” 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მეტალისტი უკრაინის პრემიერლიგაში 10 მატჩიდან 13 ქულით მე-8 პოზიციაზეა. 16 ოქტომბერს კვერკველიას გუნდი მარიუპოლს ესტუმრება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

7 ქართველი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურში

შენგელია ტრავმირებულია:თოკო რამდენიმე მატჩს გამოტოვებს