in , ,

ვინ გაიტანა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების გოლი? ყველაფერი დათვლილია

კრიშტიანო რონალდო „ტოტენჰემთან“ პრემიერლიგურ შეხვედრაში შესრულებული ჰეთ-თრიკით პროფესიული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პორტუგალიელმა იოზეფ ბიცანის რეკორდი მოხსნა – 807 გოლი გაიტანა.

რონალდომ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ამასთან, კრიშტიანომ ამ სეზონში „იუნაიტედში“ 6 გამარჯვების გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მო სალაჰს დაეწია.

და საერთოდ, ვინ ლიდერობს პრემიერლიგის ისტორიაში გადამწყვეტი გოლებით? Transfermarkt-ის მონაცემებით, მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა ჰარი კეინი, მისმა გოლებმა „მამლებს“ 48-ჯერ მოაგებინეს.

რონალდო მე-16 ადგილზეა 37 გოლით, რაც მშვენიერი შედეგია, რადგან მან საუკეთესო და მრავალი წელი ინგლისს მიღმა გაატარა.

ყველა დროის ლიდერი კი ალან შირერია (ზოგადად 260 გოლი აქვს გატანილი) – ლეგენდამ 68 მატჩში მოუტანა გამარჯვება თავის გუნდს.

ჰარი კეინს 20 გამარჯვების გოლი უკლია და თუ ინგლისში დარჩა, ვინ იცის იქნებ…

რეიტინგი სრულად ასე გამოიყურება:

25-24. ჯეიმი ვარდი, მოჰამედ სალაჰი – 34

  1. რაჰიმ სტერლინგი – 35

22-21. სადიო მანე, რუუდ ვან ნისტერლოი – 36

20-16. კრიშტიანო რონალდო, პოლ სქოულზი, რობი კინი, სტივენ ჯერარდი, მაიკლ ოუენი – 37

  1. რობი ფოულერი – 38

14-12. ლეს ფერდინანდი, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი, ემილ ჰესკი – 39

  1. ჯერმეინ დეფო – 41

10-9. რობინ ვან პერსი, რაიან გიგზი – 42

  1. დუაიტ იორკი – 45
  2. ენდი კოული – 46

6-5. ჰარი კეინი, სერხიო აგუერო – 48

  1. ტიერი ანრი – 59
  2. ფრენკ ლამპარდი – 61
  3. უეინ რუნი – 66
  4. ალან შირერი – 68

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვირკველია ალმერიაში?

მიქელთაძის მე-9 გოლი: ნიუკასლმა მეტოქე გაანადგურა