in ,

კვეკვესკირის და კაკაბაძის ბრწყინვალე გოლები პოლონეთში: მიქელთაძემაც მაგარი შეაგდო

ამ უქმეებზე ძალიან ლამაზი ქართული გოლები ვიხილეთ. ნიკა კვეკვესკირმა “ლეხ პოზნანის” რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და როგორც იქაურ მედიაში წერენ “ბომბა” გოლი გაიტანა. შესანისშნავი გოლი გამოუვიდა ავსტრალიაში ბექა მიქელთაძესაც, რომელიც ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “კორტრაიკთან” 0:2 დამარცხდა. მიქაუტაძემ სრულად ითამაშა, მაგრამ მის გუნდს ზედიზედ მეოთხე მარცხისგან ვერ უშველა.

პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” ლისაბონის “სპორტინგთან” 0:3 დამარცხდა აბურჯანია მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

თურქეთში საბა ლობჟანიძის “ჰათაისპორი” “ტრაბზონსპორთან” 0:2 დამარცხდა. ლობჟანიძე თადარიგში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

გასული უქმეების ყველაზე ტკბილ ლუკმასაც მივადექით. პოლონეთში ოთარ კაკაბაძემ და ნიკა კვეკვესკირმა ბრწყინვალე გოლები გაიტანეს. კაკაბაძის “კრაკოვიამ” “შლიონსკი” 2:0 დაამარცხა. “კაკაბამ” 54-ე წუთზე შორეული დარტყმით აიღო მეტოქე გუნდის კარი. ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანმა” “გურნიკი” 99-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა. “კვეკვემ” საჯარიმოს გარედან შორეული დარტყმით გაიტანა.

უნგრეთში ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” მეზოშკოვედს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ბუდუ მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და 84-ე წუთზე შეცვალეს.

ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” “ჰონვედი” 1:0 დაამარცხა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

სლოვაკეთში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” “ჟილინას” უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა 1:1. ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

ავსტრალიაში ბექა მიქელთაძის “ნიუკასლ ჯეთსი” “მარკატურთან” 1:2 დამარცხდა. მიქელთაძემ მეხუთე შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფამ გამოკითხვა ჩაატარა: უნდა თუ არა ხალხს მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში

შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ…