in

ვიცით როგორ ვეთამაშოთ ავსტრალიას, მთავარია შევძლოთ: საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

ხვალ, 8 სექტემბერს სტარტს აიღებს მსოფლიო თასი რაგბიში, რომელშიც ბუნებრივია საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. გახსნის მატჩი სუპერია, მასპინძელი საფრანგეთი და ახალი ზელანდია (23:15 სთ). ჩვენები კი ტურნირზე 9 სექტემბრიდან ჩაერთვებიან და პირდაპირ უძლიერეს მეტოქესთან შეეცდებიან ძალის დემონსტრირებას. ბორჯღალოსნების მეტოქე ავსტრალიაა. ეს შერკინება თბილისის დროით 20:00 საათზეა, შეხვედრა კი პარიზშია, „სტად დე ფრანსზე“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პირველი მატჩისთვის უკვე ცნობილია:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

შერკინების პირველ ხაზში თავის 101-ე თამაშს ჩაატარებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 8 მორკინალის კეპების ჯამი 327-ია და მათი ნახევარზე მეტი ორ მორაგბეზე მოდის (მამუკაშვილი, მიქაუტაძე). ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 291-ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე გამოცდილები შარიქაძე (96 კეპი) და ლობჟანიძე (78) არიან. 268 არის მარქაფაში მყოფი მოთამაშეების კეპების ჯამი (129 შერკინება, 139 ხაზი).
განაცხადში მყოფი ოთხი მოთამაშე – შალვა მამუკაშვილი, კოტე მიქაუტაძე, ვასილ ლობჟანიძე და მერაბ შარიქაძე მსოფლიო თასზე მესამედ თამაშობენ. მირიან მოდებაძე, ბექა გორგაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და გიორგი კვესელაძე პლანეტის უდიდეს სარაგბო ფორუმზე მეორედ არიან წარმოდგენილი, დანარჩენი 12 კი დებიუტანტია.

მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა:

„ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ყველა მატჩში იმ მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა ითამაშებს. მიგვაჩნია, რომ ავსტრალიასთან შეხვედრისთვის 23 საუკეთესო მორაგბე შევარჩიეთ.

1 სექტემბერს ერთობლივი ვარჯიში გვქონდა ტონგასთან, რომელიც რომ ორივე გუნდისთვის სასარგებლო იყო. გაანალიზებული გვაქვს ავსტრალიის თამაში და ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ მეტოქეს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი თამაშის ჩვენებასა და შესაძლებლობების გამოყენებას.

მიმაჩნია, რომ გუნდი ფიზიკურად კარგად არის მომზადებული და ეს შოტლანდიასთან თამაშმაც დაგვანახა, სადაც სუფთა სათამაშო დრო 38 წუთი იყო და ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია.

ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

ასევე ცნობილია ავსტრალიის შემადგენლობა.

მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია არიან.

აი ჩვენების განრიგი:

9 სექტემბერი. ავსტრალია – საქართველო: 20:00 სთ
23 სექტემმბერი. საქართველო – პორტუგალია: 16:00 სთ
30 სექტემბერი. ფიჯი – საქართველო: 19:45 სთ
7 ოქტომბერი. უელსი – საქართველო: 17:00 სთ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს შესაძლოა საუკეთესო საქართველოა, მაგრამ გვაქვს წარმატების მოლოდინი

აქედან გასვლა არ გინდა: საქართველოსთან ერთად ოლიმპიადისთვის 23 ნაკრები იბრძოლებს