in

შეცდომების გამო: გავაანალიზებთ და დასკვნებს გამოვიტანთ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველი მატჩი ავსტრალიასთან წააგო – 15:35. შეხვედრის ბედი, შეიძლება ითქვას, რომ პირველსავე ტაიმში გადაწყდა, როდესაც მეტოქეს ბევრის საშუალება მივეცით, ჩვენ კი შეტევაში არაფერი გამოგვდიოდა. სასიხარულოა, რომ მეორე ნახევარი კარგად ჩავატარეთ, ორი ლელო დავდეთ და კიდევ შეგვეძლო.

ავსტრალია გაგვექცა: საქართველომ მსოფლიო წაგებით დაიწყო – ორი ლელო მეორე ტაიმში

მატჩის შემდეგ თამაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შეაფასა:

„მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაში იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა და რთული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და საკუთარი თავი წნეხში მოვაქციეთ. მეორე ნახევარში ვითარების გამოსწორება ვცადეთ და თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ.

სამწუხაროდ, შეცდომების გამო რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ. მომდევნო თამაშამდე დრო გვაქვს, გავაანალიზებთ შეხვედრას და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“.

საქართველოს მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს უწევს პორტუგალიასთან. ეს შერკინება კი უთუოდ უნდა მოვიგოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავსტრალია გაგვექცა: საქართველომ მსოფლიო წაგებით დაიწყო – ორი ლელო მეორე ტაიმში

ფინალი აღარ გამოვიდა: სამეგრელომ წააგო – ვიდეო