in

ეს შესაძლოა საუკეთესო საქართველოა, მაგრამ გვაქვს წარმატების მოლოდინი

საქართველოს ნაკრები ხვალ ესპანეთს ეთამაშება ევროპის პირველობის შესარჩევში. ისე მოხდა, რომ ჩვენმა სახელიანმა მეტოქემ ტურნირი არც თუ სასურველად დაიწყო და დაკარგული ქულების გამო, ახლა წაბორძიკების საშუალება აღარ აქვს. ანუ ჩვენთან კიდევ უფრო მეტად მობილიზებული გამოვა. თუმცა წამყვანი ესპანური კლუბების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან თამაში და წარმატებაზე ფიქრი მაინც შეიძლება, რადგან არ არის ეს ესპანეთი ბოლო წლებივით უძლეველი და თან ჩვენებიც ასე თუ ისე ფორმაში არიან.

ეს თამაში გადამწყვეტი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია. მთავარია ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულონ

დღეს ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვალინდელ მატჩზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ლუის დე ლა ფუენტე:

„რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდებით. საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა და ბოლო დროს ევროპის კარგ კლუბებში თამაშობენ. თუმცა გვაქვს მოლოდინი და რწმენა, რომ ამ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწევთ.

საქართველოს ნაკრებს სულ თვალს ვადევნებდი, მათ შორის 19-წლამდელებსაც და 21-წლამდელებსაც. შესაძლოა, ახლა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობა იყოს. ამიტომ ხვალ დიდ წინააღმდეგობას ველით, მაგრამ ჩვენი სურვილია, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ და მიზანს მივაღწიოთ.

რაც შეეხება კვარაცხელიას. ძალიან კარგი მოთამაშეები მნიშვნელოვანია, მაგრამ სანიოლმა კარგად ორგანიზებული გუნდი ჩამოაყალიბა. ჩვენ ხვალინდელი მატჩისთვის სწორედ ამის გათვალისწინებით ვემზადებით.

ჩვენ ყოველთვის კონკრეტულად უახლოეს თამაშზე ვართ კონცენტრირებული. ამიტომ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სერიოზულად ვეკიდებით.

რა გავლენას ახდენს ჩვენზე ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარშემო არსებული სკანდალი? ჩვენი მთავარი მიზანია, ხვალ კარგად ვითამაშოთ. აღფრთოვანებული ვარ მოთამაშეთა დამოკიდებულებით და მჯერა, ხვალ ისინი თავს საუკეთესო კუთხით გამოავლენენ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს თამაში გადამწყვეტი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია. მთავარია ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულონ

ვიცით როგორ ვეთამაშოთ ავსტრალიას, მთავარია შევძლოთ: საქართველოს შემადგენლობა ცნობილია