ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ საუბრები არ წყდება. ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, კვარას ტრანსფერზე მარსელო ბიელსას “ლიდსია” დაწინაურებული.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.
“არ მსურს, კვარაცხელიას რჩევა მივცე, რადგან ეს მისი კარიერაა და გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. 20 წლისაა, მაგრამ მზად არის საიმისოდ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ვფიქრობ, ხალხს ამის მოსმენა არ გაუხარდება, მაგრამ ზედმეტი მოლოდინები ხვიჩაზე ზედმეტ წნეხს იწვევს. ქართული არ ვიცი, მაგრამ მის სახელი ტელევიზიასა და მედიაში ხშირად მხვდება. ხვიჩას კი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მეტი სიმშვიდე სჭირდება.
რაც შეეხება მის სათამაშო დონეს – კვარაცხელიას აქვს პოტენციალი, ნებისმიერ გუნდში ითამაშოს, მაგრამ მანამდე გუნდთან და მწვრთნელთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რადგან ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და განვითარებისთვის ბევრი მუშაობა სჭირდება.
კვარაცხელიას ყაზანში გაუმართლა, რომ ისეთ ფანტასტიურ სპეციალისტთან მუშაობს, როგორიც სლუცკია. მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი სლუცკის მადლიერი უნდა იყოს. მთავარია, რომ ახალ გუნდშიც მწვრთნელს ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდეს, ხვიჩასთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდეს, რათა მეტი თავდაჯერებულობა შემატოს”.
GIPHY App Key not set. Please check settings