in ,

ევრო 2020-ის ყველაზე ნორჩები

დიდ საფეხბურთო ფორუმებზე მუდმივად გამოჩნდებიან ხოლმე ახალგაზრდა ფეხბურთელები და დებიუტანტები. წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ყმაწვილების უმრავლესობა უკვე კარგად არის ნაცნობი გულშემატკივრებისთვის. ორ მათგანს კი რეკორდის მოხსნა შეუძლიათ.

ევრო 2020-ის ყველაზე ნორჩები სიას სათავეში უდგას კაცპერ კოზლოვსკი, რომელმაც ნაკრებში უკვე ჩაატარა ორი მატჩი. მას კამპანიას უწევენ ტოპ ნაკრებების ვუნდერკინდები: ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა და პედრი. არიან უკრაინელებიც – ილია ზაბარნი და გეორგი სუდაკოვი.

ჯერჯერობით ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, გახლავთ იეტრო ვილემსი – 2012 წლის ევროზე ნიდერლანდელ მცველს დებიუტი 18 წლის და 71 დღის ასაკში ჰქონდათ.
მისი გასწრება მხოლოდ კოზლოვსკის და ბელინგემს შეუძლიათ.

ევრო 2020-ის 5 ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი

კაცპერ კოზლოვსკი – პოლონეთი
17 წელი და 243 დღე

ჯუდ ბელინგემი – ინგლისი
17 წელი და 352 დღე

ჯამალ მუსიალა – გერმანია
18 წელი და 110 დღე

პედრი – ესპანეთი
18 წელი და 203 დღე

ილია ზაბარნი – უკრაინა
18 წელი და 288 დღე

გეორგი სუდაკოვი – უკრაინა
18 წელი და 288 დღე

ჩვენი ჯგუფელი ბებერი ყოფილა: ევრო 2020-ის ყველაზე ხნიერები და ახალგაზრდები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო და ლიეტუვა ფრეს დასჯერდნენ: პირველი მატჩი მოვიგეთ

ვილი სანიოლი: ხვიჩას ყველგან შეუძლია თამაში, მაგრამ მთავარია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს