ხვიჩა კვარაცხელია ოფიცალურად ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები ყაზანის “რუბინის” პრესსამსახურმაც დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელსა და რუსულ კლუბს შორის კონტრაქტი გაწყდა.
რუბინმა დაადასტურა: კვარაცხელიამ ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა
კვარაცხელია ელმასზე უფრო ძლიერია: ბათუმის დინამოს კაპიტანი
ზაფხულში კვარაცხელია ნაპოლის პირველი შენაძენი იქნება: ხვიჩა არსენალსაც მოუნდა?
21 წლის ქართველი ტალანტი აჭარულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხვიჩა კვარაცხელია თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. მან ეროვნულ ლიგაში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში 4 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ მის პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი 16 წლის ასაკში ქობულეთის “შუქურას” გაუტანა. ეს 2018 წლის სეზონში მოხდა. ბათუმის სარაგბო სტადიონზე გამართული შეხვედრა(მაშინ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი არ იყო) თბილისის “დინამომ” სწორედ კვარაცხელიას გოლით მოიგო.
თბილისის “დინამოს” გარდა, კვარაცხელიას ეროვნულ ლიგაში “რუსთავის” შემადგენლობაშიც აქვს ნათამაშები. ხვიჩამ “რუსთავის” მაისურით 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings