in

ფრენკამპი შესაძლოა ზუროსთან აღმოჩნდეს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელი კონერ ფრენკამპი, რომელმაც სანკტ პეტერბურგის “ზენიტი” დატოვა, შესაძლოა ბერძნულ “პრომეთეაში” აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, “პრომეთეასის” მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსია.

ინფორმაციას ეროჰაპსი ავრცელებს.

როგორც წყარო იუწყება, ბერძნულმა კლუბმა ფრენკამპთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

შეგახსენებთ, რომ კონერი 2019-20 წლების სეზონში სწორედ საბერძნეთში თამაშობდა და საშუალოდ 20.8 ქულით ლიგის ბომბარდირიც გახდა, ზენიტში გადასვლამდე კი, ესპანურ მურსიაში ირიცხებოდა და იქაც სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა – 15.6 ქულა.

კონერ ფრენკამპს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2021 წლის თებერვალში ჰქონდა, როდესაც ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლში სერბეთის წინააღმდეგ ითამაშა. ამერიკელმა უკანახაზელი იმ მატჩში ტრავმა მიიღო და ილიას ზუროსის გუნდში აღარც გამოჩენილა, მის ნაცვლად კი, ნაკრებში ისევ თად მაკფადენს უხმეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: 16 წლის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში

ქარის თასის სადებიუტო მატჩში შავი ლომის შემადგენლობა ცნობილია