in ,

კვარაცხელია ბათუმის დინამოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ის რუბინში აღარ დაბრუნდება – ლადო დვალიშვილი

ბოლო დღეებში ხვიჩა კვარაცხელიას და “ნაპოლის” შესახებ ძალიან ბევრი იწერება. რამდენიმე იტალიელი ჟურნალისტი წერს იმასაც, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასა და კლუბს შორის შთანხმება მიღწეულია და ახალი სეზონიდან ის ნეაპოლელებს შეუერთდება, მანამდე კი, ბათუმის “დინამოს” ღირსებას დაიცავს.

კვარაცხელია ბათუმის დინამოში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

იტალიური გამოცემა serieanews.com ბათუმის “დინამოს” სპორტულ დირექტორის ვლადიმერ დვალიშვილის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას აჭარულ კლუბში ტრანსფერს ეხება.

“ხვიჩა კვარაცხელია ჩვენ თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოგვიერთდა. მან “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა და რუსეთში აღარ დაბრუნდება. ხვიჩას მენეჯერი ჩემი კარგი მეგობარია. დამიკავშირდა და შევთანხმდით ხვიჩას ბათუმის “დინამო” მისით ბევრს მოიგებს და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან ითამაშებს.

“ნაპოლის” და კვარაცხელიას შესახებ მე არაფერი ვიცი. ისე, მოხარული ვიქნები, რომ ხვიჩამ ისეთი მაღალი დონის გუნდში ითამაშოს, როგორიც “ნაპოლია”-თქვა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში.

რამდენიმე წუთის წინ, თავის ოფიციალურ facebook გვერდზე ხვიჩასთან გადაღებული ფოტო განათავსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის “დინამოს” საპატიო პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეიმარს 4 მილიონი აქვს თვეში: ყველაზე მეტი საფრანგეთში – მესი და მბაპე?

რუბინმა დაადასტურა: კვარაცხელიამ ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა