in ,

ელოშვილის გოლი კუთხურიდან: მერებაშვილმა დიდი ხნის შემდეგ გაიტანა

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ჩემპიონატები განახლდა და ქართველი ლეგიონერების თავიანთ გუნდებს დაუბრუნდნენ. ნაკრებში სირცხვილის შემდე, ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდად ვერ იქ გამოიჩინეს თავი. ქართული გოლები კი ვიხილეთ, მაგრამ იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, რომლებიც ნაკრებისთვის ჯერჯერობით არ განიხილებიან.

ნაკრების ფეხბურთელთაგან კი ჯაბა კანკავამ მიითვალა საგოლე პასი.

ესპანეთის ლა ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა. მეოთხე ტურის მატჩში მისი “ვალენსია” “ოსასუნას” ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. მამარდაშვილს ერთი სეივი ჰქონდა და ერთხელ უხეშადაც შეცდა, მაგრამ ვიდეო რეფერიმ გადაარჩინა. ფაქტია, ხოსე ბორდალასი გიორგი მამარდაშვილს ენდობა და ქართველი მეკარეც თანდათან უფრო იხვეწება. ერთია, გამოსვლებზე ცოტა სითამამე აკლია.

მამარდაშვილი VAR-მა გადაარჩინა: რეალთან თამაშამდე ვალენსიამ ოსასუნა დაამარცხა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამომ” “ჰოფენჰაიმთან” 1:2 წააგო. ქართველი მარცხენა მცველი სათადარიგო იყო და მოედანზე არ ყოფილა.

ბელგიაში “სერენში” დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ “სტანდარდთან” 0:1 წააგო. ქართველმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმი ითამაშა.

გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” განაცხადშიც არ ყოფილა.

ლევან შენგელიას “ლეუვენმა” “კოტრიაკს” 2:1 მოუგო. შენგელია მოედანზე 70-ე წუთზე ჩაერთო. “კოტრიაკის” შემადგენლობაში კი, განაცხადში პირველად გამოჩნდა ცოტნე ბენდიანიშვილი.

პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” “ვიზელასთან” ფრეს 2:2 დასჯერდა. აბურჯანია მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერმა” “ჰარტბერგთან” 1:3 დამარცხდა. ლოჩოშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.

ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” “კლაგენფურტს” გაეიჯიბრა და 2:1 დაამარცხა. კიტეიშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრიის მეორე ლიგაში ლევან ელოშვილის “კაპფენბერგმა” “ლაფნიცი” 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ელოშვილმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია კარში.

რუსეთის პრემიერლიგაში ზურიკო დავითაშვილის ტულის “არსენალი” ცსკა-სთან ფრეს დასჯერდა – 2:2. დავითაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.
ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” დღეს თამაშობს.

დანიის სუპერლიგაში დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად თამაშა საბა ლობჟანიძის ყოფილ კლუბ “რანდერსთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში.

დანიის პირველ დივიზიონში ლაშა პარუნაშვილმა (“ესბიერგი”) 55-ე წუთიდან ითამაშა “ჰობროსთან” შინ მოგებულ (2:1) მატჩში.

ქართველების დაპირისპირება შედგა ჩესტოხოვაში, სადაც ვაკო გვილიას “რაკოვმა” ნიკა კვეკვესკირის “ლეხს” უმასპინძლა. თამაში 2:2 დასრულდა. გვილიამ სადებიუტო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, კვეკვესკირმა კი 71-ე წუთიდან ითამაშა.

გიორგი მერებაშვილმა (“პოდბესკიძიე”) 2020 წლის 9 თებერვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ოფიციალურ მატჩში. 44-ე წუთზე მან მცველთან ჭიდილში შეძლო ანგარიშის გათანაბრება, 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი გუნდში შინ 2:3 დამარცხდა “კორონასთან”.

ართველების (ლაშა დვალი, გიორგი ხარაიშვილი) “ფერენცვაროშმა”, ბუდაპეშტურ დერბიში, სტუმრად 1:0 მოუგო “ჰონვედს”. ტრავმის შემდეგ დვალი ჯერ მხოლოდ სათადარიგოთა შორის გამოჩნდა, განსხვავებით ხარაიშვილისგან, რომელიც სათამაშოდ ჯერ მზად არ არის.

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ლუკა ლაკვეხელიანიცის “მეზოკოვეშდის” განაცხადში იყო და იმედია, მალე მოედანზეც ვიხილავთ. მისმა გუნდმა კი შინ 2:2 ითამაშა ბუდუ ზივზივაძის (განაცხადში არ ყოფილა) “ფეჰერვართან”.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ (“სლოვანი”) შეუცვლელად ითამაშეს “დუნაისკა სტრედასთან” სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში. რაც მთავარია, კანკავამ საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ბექა ვაჩიბერაძისა და გიორგი წიტაიშვილის “ჩერნომორეცმა” სტუმრად 2:2 ითამაშა “მინიასთან”. ვაჩიბერაძე 88-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, ხოლო წიტაიშვილი თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო.

ნიქოზიაში ქართული დერბი შედგა “ქართული დერბი” ავთო ებრალიძის (67-ე წუთამდე ითამაშა) “დოქსასა” და თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილ “ანორთოსისს” შორის, რომლის განაცხადში 3 ქართველი იყო – გიორგი ლორიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნიკა ნინუა 77-ე წუთზე შევიდა (დებიუტი), ხოლო ნიკა კაჭარავა სათადარიგოთა შორის დარჩა.

მატჩი “დოქსას” გამარჯვებით 2:0 დასრულდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდს თითო მოთამაშე გაუძევეს. მიზეზთა გამო, ეს “ანორთოსისის” პირველი მატჩი იყო ამ ჩემპიონატში. “დოქსას” კი 2 თამაშიდან 4 ქულა აქვს.

აზერბაიჯანში 64-ე და 72-ე წუთებზე დავით ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და “ზირას” სტუმრად 2:0 მოაგებინა “კეშლასთან”. თბილისის “დინამოს”, “საბურთალოსა” და “გაბალას” ყოფილმა ფორვარდმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ბოლო ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა და სათავეში უდგას ბომბარდირთა სიას.

ვაკო ყაზაიშვილმა (“ულსან ჰიუნდაი”) 58-ე წუთიდან ითამაშა “ჯეონბუკთან” შინ ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილმა დემეტრაძის შედეგი გააუმჯობესა

გოლი ძალიან გვიან, რეალი ბერნაბეუზე დაბრუნდა – IV ტური