in

დიახ, ბედნიერი ვარ: ლევანდოვსკის ოცნება ახდა – ის ბარსაშია

რობერტ ლევანდოვსკი ოფიციალურად გადავიდა „ბარსელონაში“.
ამის შესახებ თავად „ბაიერნმა“ გამოაცხადა.

პოლონელი გოლეადორი 8 სეზონი თამაშობდა მიუნხენურ გრანდში, სადაც 2014 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ მივიდა.

„ბაიერნთან“ ერთად ლევანდოვსკიმ 8-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 3-ჯერ გერმანიის თასი, 5-ჯერ გერმანიის სუპერთასი. 2019/20 წლებში კი ჩემპიონთა ლიგა.
ამასთან, ზედიზედ ბოლო 5 ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა.

ამ 8 სეზონში ლევანდოვსკიმ 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე პასი გააკეთა 375 მატჩში.

ლევანდოვსკი „ბაიერნიდან“ წასვლაზე: „ეს 8 წელი განსაკუთრებული იყო, ასეთი რამის დავიწყება შეუძლებელია. შესანიშნავი დრო გავატარე მიუნხენში“.

ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა „ბარსელონაში“ გადასვლაზეც.
ფორვარდი მალიორკაზე ჩავიდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ კმაყოფილია იმით, რომ მისი ოცნება ახდა.
„დიახ, მე ბედნიერი ვარ“, – თქვა პოლონელმა.

ახლა ლევანდოვსკი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც „ბარსელონა“ წინასასეზონო ტურნეს მართავს, გაივლის სამედიცინო შემოწმებას და კლუბთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

როგორც თქვეს, „ბარსას“ ტრანსფერი 45+5 მლნ ევრო დაუჯდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პორტუგალიაც დავდეთ: ბორჯღალოსნებმა ზაფხული კარგ ხასიათზე დაასრულეს

რეალი კუბოს ყიდის, ნაპოლის დიბალა უნდა, მანჩესტერმა ლისანდრო აიყვანა – სატრანსფერო ამბები