in ,

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის სამუდამო რეკორდი დაამხო

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდასმხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

პოლონელმა ჩემპიონატის ბოლო ტურში “აუგსბურგთან” შეხვედრაში (5:2) გამოიჩინა თავი. ეს გოლი კი ლევანდოვსკისთვის 41-ე აღმოჩნდა 2020/21 წლების სეზონში. ამრიგად, მან აჯობა გერდ მიულერის რეკორდს, რომელმაც თითქმის 50 წელი გაძლო. 1971/72 წლების სეზონში მიულერმა 40 გოლი გაიტანა.

საინტერესოა, რომ ლევანდოვსკიმ ეს ისტორიული გოლი მხოლდო მატჩის ბოლოს გაიტანა. ის გატანას ბოლო წუთამდე ვერ ახერხებდა, პოლონელმა დამატებით დროში შეძლო თავის გამოჩენა. სანეს დარტყმის შემდეგ, მეკარემ ბურთი წინ მოიგერია, ლევანდოვსკიმ მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო.

41 გოლისთვის ფორვარდს 29 მატჩი დასჭირდა.

ბუნდესლიგის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე ანდრე სილვა გავიდა. „აინტრახტის“ ფეხბურთელს 28 გოლი დაუგროვდა, მესამეზეა დორტმუნდის „ბორუსიას“ მეგოლე ერლინგ ჰაალანდი, რომელმაც 27 გოლი გაიტანა. 20 წლის ნორვეგიელმა ბოლო ტურის მატჩში „ბაიერთან“ დუბლი შეასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუპერლიგა: რა იმალება კარიკატურების უკან

მსაჯის შეურაცხყოფისთვის სამტრედია დასაჯეს: 3 მატჩი ქომაგის გარეშე