in

მესის ჯარიმები, დე ხეას და ბარსას სიმშრალე, ოსიმენი ლეოსაც ჯობია და კრიშტიანოსაც – სარეკორდო ფაქტები

ლეო მესი ზედიზედ 16 წელიწადია საჯარიმოდან გოლს იტანს. რონალდოს ასეთივე სერია ჰქონდა 2005-დან 2020-მდე.

მესიმ 40 გოლი გაიტანა შორეული დარტყმებით ბოლო 6 სეზონში, ეს ყველაზე მეტია. 22 – ჯარიმებიდან.

მესი რონალდოს ჯარიმიდან გატანილი უკვე 3 გოლით უსწრებს . ლეოს 61 აქვს, კრიშტიანოს 58.

„ბარსელონამ“ 7 გოლი გაუშვა 22 ტურში და ლა ლიგის რეკორდი დაამყარა (17 მშრალი მატჩი).

მარტო რონალდოს გაუტანია 15 გოლი ლა ლიგაში 21-ე საუკუნეში უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ლევანდოვსკიმ მოახერხა.

ჩირო იმობილე 191 გოლით მე-8 ადგილზე გადავიდა სერია ა-ს ყველა დროის ბომბარდირებში. წინ რობერტო ბაჯოა (205).

დე ხეამ გაიმეორა პიტერ შმეიხელის რეკორდი „მანჩესტერში“ მშრალი მატჩების რაოდენობით – 180.

„მანჩესტერმა“ სეზონში 27 მატჩი მოიგო (ყველა ტურნირზე) – ეს საუკეთესო შედეგია ტოპ ლიგებში.

რაშფორდმა სეზონში 24 გოლი გაიტანა – ეს მისი რეკორდია და მე-2 შედეგი „მანჩესტერში“ ბოლო 5 წელიწადში.

ოსიმენმა მესიზე და რონალდოზე სწრაფად გაიტანა 100 გოლი – 197 მატჩში. ლეოს 210 თამაში დასჭირდა, კრიშტიანოს – 301.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა პირველი ქართველია, რომელმაც ტოპ ლიგებში 10 გოლი გაიტანა: ცოტაც და კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს

ყაულაშვილი და ჯავახია სიმბოლურებში