კარგი მესიჯი რუსეთიდან: შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიამ ჭაობი დატოვოს.
„რუბინის“ ქართველმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის დარჩება თუ არა ის გუნდში. რადგან გადაჭრით დარჩენაზე საუბარი აღარ არის, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მით უმეტეს, შეგახსენებთ, რომ ითქვა ფეხბურთელის გარემოცვა „ნაპოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
„დავრჩები თუ არა „რუბინში“? ჯერ არ ვიცი“ – უთხრა ჩვენიანმა „რბ სპორტს“.
მალე რუსეთის ჩემპიონატში შესაძლოა გაიხსნას დამატებითი სატრანსფერო ფანჯარა. გეცოდინებათ, ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა 2022 წლის 30 ივნისამდე კონტრაქტები შეაჩერონ.
პორტალი Transfermarkt ქართველის საბაზრო ფასად 16 მილიონ ევროს წერს.
ხვიჩა „რუბინში“ თავისუფალ აგენტად 2019 წლის ზაფხულში მივიდა. მისი კონტრაქტი ყაზანელებთან 2024 წლის 30 ივნისამდეა.
სხვათა შორის, რუსეთის ჩემპიონატის დღევანდელ მატჩში ცსკა-ს წინააღმდეგ (1:6) “რუბინის” კაპიტანი სწორედ ხვიჩა იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings