სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის შემდეგ, მომავალ სეზონში NBA-ში შესაძლოა მესამე ქართველიც ვიხილოთ: “დენვერ ნაგეთსმა” გიორგი ბეჟანიშვილთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კონტრაქტის მიხედვით, 22 წლის ქართველი ფორვარდი G ლიგაში ითამაშებს, მაგრამ “დენვერს” მისი NBA-ს სამატჩო განაცხადში შეყვანის უფლებაც ექნება. ბეჟანიშვილმა “დენვერ ნაგეთსის” რიგებში საზაფხულო ლიგაზე ითამაშა და კლუბის მესვეურებმა მისი დატოვება გადაწყვიტეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ბეჟანიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაში ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. მოგეხსენებათ, გიორგი ავსტრიის მოქალაქეა.
GIPHY App Key not set. Please check settings