in

ბეჟანიშვილმა დენვერის რიგებში საზაფხულო ლიგაზე ითამაშა: გიორგიმ 4 ქულა ჩააგდო

9 აგვისტოს ლას ვეგასში NBA-ის საზაფხულო ლიგამ აიღო სტარტი, სადაც რამდენიმე გუნდმა თავიანთი შეხვედრები უკვე ჩაატარეს. ჩვენთვის საინტერესო პირველი სატურნირო დღიდან „დენვერის“ შეხვედრა იყო, სადაც ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი ირიცხება. „ნაგეტსმა“ პირველი მატჩი „მაიამის“ წინააღმდეგ გამართა და 20-ქულიანი სხვაობით 77:97 დამარცხდა.

ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 15 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულისა და 3 მოხსნის დაგროვება მოასწრო. მან პერიმეტრიდან ბურთი ერთხელ ისროლა და ააცილა, საშუალო დისტანციიდან კი 3-დან 2 მცდელობა გამოიყენა. გიორგიმ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ „ილინოისის“ ყოფილი კალათბურთელი, 22 წლის გიორგი ბეჟანიშვილი დრაფტზე არ აურჩევიათ, მაგრამ შემდეგ „დენვერ ნაგეტსმა“ მასთან გარკვეული პირობებიშეათანხმა და გუნდს საზაფხულო ლიგისთვის დაემატა, კარგი თამაშის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ვიხილოთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჭიკაძესთან ნამდვილს ომს ველოდები: ბარბოსამ ქართველ ნინძასთან ბრძოლის წინ ისაუბრა

ლევან შენგელია ბელგიურ გუნდში გადავიდა