in

ჭიკაძესთან ნამდვილს ომს ველოდები: ბარბოსამ ქართველ ნინძასთან ბრძოლის წინ ისაუბრა

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ედსონ ბარბოსამ გიგა ჭიკაძესთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა. 35 წლის სამხრეთ ამერიკელმა ინტერვიუ LowKickMMA-ს მისცა და განაცხადა, რომ „ნინძასთან“ ომს ელოდება.

“ჭიკაძესთან ნამდვილ ომს ველოდები. ყველამ იცის, რომ როცა ოქტაგონზე გავდივარ, ყოველთვის ომს ველოდები. გიგა სტრაიკერია და UFC-ში ისეთი სტრაიკერების წინააღმდეგ მიჩხუბია, როგორებიც სერონე, პეტისი და ნჯოკუანი არიან. იქნება თუ არა ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორი? დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება. განსხვავებული შეგრძნებაა, როცა შენი ბრძოლა მთავარი მოვლენაა და ეჩხუბები მებრძოლს, რომელიც რეიტინგში შენზე მაღლა იმყოფება. UFC-ში 5-რაუნდიანი ბრძოლის გამართვა საერთოდ სხვა რამაა და ეს ყველაფერი მისთვის სიახლე იქნება, მაგრამ გამოცდილება ჭიკაძესაც არ აკლია. გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორი ნამდვილად იქნება, მაგრამ არ მგონია, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

როგორც აღვნიშნე, 28 აგვისტოს ომს ველოდები. ზუსტად ისეთს, როგორიც ბურგოსთან მქონდა. ჩემი და ჭიკაძის ჩხუბი საინტერესო და შესანიშნავი ბრძოლა იქნება. დარწმუნებული ვარ, ოქტაგონზე ომს ვიხილავთ და ამისთვის მზად ვარ“.-თქვა ბრაზილიელემა

ჭიკაძესთან ნამდვილ ომს ველოდები. ყველამ იცის, რომ როცა ოქტაგონზე გავდივარ, ყოველთვის ომს ველოდები. გიგა სტრაიკერია და UFC-ში ისეთი სტრაიკერების წინააღმდეგ მიჩხუბია, როგორებიც სერონე, პეტისი და ნჯოკუანი არიან. იქნება თუ არა ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორი? დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება. განსხვავებული შეგრძნებაა, როცა შენი ბრძოლა მთავარი მოვლენაა და ეჩხუბები მებრძოლს, რომელიც რეიტინგში შენზე მაღლა იმყოფება. UFC-ში 5-რაუნდიანი ბრძოლის გამართვა საერთოდ სხვა რამაა და ეს ყველაფერი მისთვის სიახლე იქნება, მაგრამ გამოცდილება ჭიკაძესაც არ აკლია. გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორი ნამდვილად იქნება, მაგრამ არ მგონია, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

როგორც აღვნიშნე, 28 აგვისტოს ომს ველოდები. ზუსტად ისეთს, როგორიც ბურგოსთან მქონდა. ჩემი და ჭიკაძის ჩხუბი საინტერესო და შესანიშნავი ბრძოლა იქნება. დარწმუნებული ვარ, ოქტაგონზე ომს ვიხილავთ და ამისთვის მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ბარბოსას კარიერაში 31 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 მოგება და 9 წაგებაა. UFC-ში მან ბოლოს 15 მაისს იჩხუბა და ბრწყინვალე ნოკაუტით შეინ ბურგოსი დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

5 მარცხი და ბოლო ადგილი ჯგუფში: 18 წლამდელებმა ევროჩელენჯერზე ყველა მატჩი წააგეს

ბეჟანიშვილმა დენვერის რიგებში საზაფხულო ლიგაზე ითამაშა: გიორგიმ 4 ქულა ჩააგდო