in

დენვერმა ბეჟანიშვილს კონტრაქტი გაუფორმა

“დენვერ ნაგეთსმა” გიორგი ბეჟანიშვილს Exhibit 10 კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა NBA-ს გუნდებმა წინასასეზონო კემპი დაიწყეს და ქართველი ფორვარდი ავსტრიული პასპორტით “დენვერის” რიგებში არ ჩანდა.

ESPN-ის რეპორტიორმა ოუმ იანგმისუკმა ტვიტერზე დაწერა, რომ დენვერმა უკვე ოფიციალურად აიყვანა Exhibit 10 კონტრაქტით და მოგვიანებით, ეს თავად კლუბმაც დაადასტურა. “ილინოისის” ფორვარდი “დენვერის” რიგებში საზაფხულო ლიგაში თამაშობდა.სანამ გიორგი ოფიციალურად გახდებოდა “დენვერის” წევრი გუნდმა ფორვარდი მეტ რაიანი გაუშვა და ასე გამოთავისუფლდა ადგილი ბეჟანიშვილისთვის.

მედიის ინფორმაციით, გიორგის იმის შანსიც აქვს, რომ “დენვერის” 15-კაციან განაცხადში მოხვდეს NBA-ის ახალი 2021/22 წლების სეზონისთვის, თუმცა უფრო დიდი ალბათობით, ქართველი ფორვარდი G ლიგის “გრანდ რაპიდს გოლდსში” ითამაშებს, რომელიც დენვერის ახალი სარეზერვო გუნდია განვითარების ლიგაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კოსოვოს მწვრთნელი: მჯერა საქართველოს მოვუგებთ

მოუგებელი 12 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში: 3 მარცხი და 3 ფრე