in

ბათუმში გიგანტური ხვიჩა დახატეს

მალე საქართველო ისტორიულ მოვლენას უმასპინძლებს. ჩვენს ქვეყანაში (რუმინეთთან ერთად) ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში. გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ტურნირის დაწყებას, რადგან საქართველოს ნაკრებს მშვენიერი შემადგენლობა შეუძლია შეკრიბოს, თუ ეროვნული ნაკრებიდან დაიმატებენ ფეხბურთელებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას.

ჩემპიონატის ფინალი ბათუმში გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი დამდეგ ჩემპიონატს გამოეხმაურა და ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მურალი 430 კვადრატული მეტრისაა და მასზე მხატვარი გიორგი გამეზარდაშვილი „სთრით არტ ფესტი“-ს გუნდთან ერთად 10 დღის განმავლობაში მუშაობდა.

ქუჩის მხატვრობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას 21 წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადდა, რაც სპორტული ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთის არაჩვეულებრივი სერია: ევროთასებზე ზედიზედ 18 მოგებული ფინალი – როდის დაიწყო

ივნისის საქართველო ცნობილია: შემადგენლობაში ყველანი არიან – ახალგაზრდული?