in

ივნისის საქართველო ცნობილია: შემადგენლობაში ყველანი არიან – ახალგაზრდული?

საქართველოს ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

ეროვნული ნაკრების ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები მიმდინარე და მომდევნო კვირის უქმეებზე აქვთ, თბილისში საწვრთნელ შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებიან.
სანიოლის გუნდში ერთი დებიუტანტია – “პერსეპოლისის” 32 წლის მცველი გიორგი გველესიანი, რომელმაც ახლახან ირანის ჩემპიონატსა და თასზე გამარჯვება იზეიმა.
სიაში ამჯერად ვერ მოხვდა მოსკოვის “დინამოს” მცველი საბა საზონოვი. სავარაუდოდ, 21 წლის ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება

საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ველოდით. მოგეხსენებათ, 21 ივნისიდან სტარტს იღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი და ეროვნულის ბევრ ფეხბურთელს შეუძლია თამაში, მათ შორის კვარაცხელიას. დაუთმობს თუ არა ეროვნული გამორჩეულ ფეხბურთელებს ახალგაზრდულს და საერთოდ ითამაშებენ თუ არა ისინი ევრო 2023-ზე, ეს ახლა ლამის ყველაზე აქტუალური საკითხია. ის, რომ კვარა და სხვები ეროვნულში არიან გამოძახებული, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი ახალგაზრდულში არ იქნებიან.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი
17 ივნისი. კვიპროსი-საქართველო. 22:45 სთ
20 ივნისი. შოტლანდია-საქართველო. 22:45 სთ

მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმში გიგანტური ხვიჩა დახატეს

19 წლის ქართველი მორაგბე მონპელიეში გააგრძელებს კარიერას