in

ხვიჩამ ახალგაზრდულზე უარი თქვა: რას წერს კვარაცხელია

ცოტა ხანში ქართული ფეხბურთი ახალ ისტორიულ ფურცელს დაწერს: საქართველოში ტარდება ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოც. ამ ტურნირს განსაკუთრებული იმედით ხვდება გულშემატკივარი, რადგან ისე მოხდა, რომ ეროვნული ნაკრების ბევრ წევრსა და წამყვან მოთამაშეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა, რითაც წარმატების შანსი იზრდება. პირველ რიგში, რასაკვირველია, საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე. თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს. ფეხბურთელმა სოცქსელებში განცხადება გაავრცელა:

“დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ისე უნდა ვეთამაშოთ თითქოს მსოფლიოში საუკეთესოა: ეს საქართველო სად არის, როგორ მივიდეთ

მიქაუტაძემაც უარი თქვა, ახალგაზრდულში ვერ ვითამაშებო