in ,

საქართველოს ისე უნდა ვეთამაშოთ თითქოს მსოფლიოში საუკეთესოა: ეს საქართველო სად არის, როგორ მივიდეთ

ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა, გუნდებმა საბოლოო შემადგენლობები დაასახელეს და უკვე საქართველოში გამოსამგზავრებლად ემზადებიან. ასეა ჩვენი პირველი მეტოქე პორტუგალიის ნაკრებიც. თბილისში გამოფრენამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა „ალმერიას“ ფეხბურთელმა სამუელ კოსტამ:

„შვებულებაში ვიყავით, მაგრამ ძალიან კარგად მოვემზადეთ და ფორმა დავიბრუნეთ. ძალიან თავდაჯერებული გუნდი ვართ, რომელიც უბრალოდ კარგი ადამიანებისგან შედგება.

პირველ მატჩს საქართველოსთან სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. მზად ვიყოთ იმისთვის, რომ უკეთესი გუნდი დაგვიპირისპირდება, ვიდრე შარშან (პორტუგალიამ 4:1 მოგვიგო). მოედანზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს საქართველო მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ყველას პატივისცემით მოვექცეთ. ახლა თავში მხოლოდ საქართველოსთან მატჩი გვიტრიალებს“.

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 21 ივნისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზეა“.

ამასობაში ჩვენმა მეორე მეტოქემ ბელგიის ნაკრების გულშემატკივრებმა საქართველოსადმი არც თუ სასურველი აზრი გამოთქვეს. ბელგიას თბილისში ცოტა ქომაგი მოჰყავს.

ბელგიის საფეხბურთო კავშირმა ვიქტორინაში ორ გამარჯვებულს 24 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ მეორე მატჩზე დასასწრები ბილეთი გადასცა. სამოგზაურო პაკეტი 1900 ევრო ღირს და ამ ფასში ავიაბილეთები, თბილისში სამი დღით გაჩერება და მატჩის ბილეთები შედის.

ბელგიელ გულშემატკივართა პასიურობა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით იხსნება. საქართველო არ არის იოლი მიმართულება, რადგან ბრიუსელიდან პირდაპირი რეისები არ სრულდება. გარდა ამისა, ბელგიის ეროვნულ ნაკრებსაც აქვს თამაშები და გულშემატკივრების მეტი ინტერესი მთავარი ნაკრებისკენ უფროა.

ბელგიელებმა ჯგუფური ეტაპის სამ მატჩზე მხოლოდ 24 ბილეთი იყიდეს.

ბელგიასთან ჯგუფის მეორე თამში გვიწევს, 24 ივნისს, ისევ „დინამო არენაზე“ და ისევ 20:00 საათზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქეცბაია კვარაცხელიას გაჩერებაზე ფიქრობს და ხალხს სტადიონზე ეძახის

ხვიჩამ ახალგაზრდულზე უარი თქვა: რას წერს კვარაცხელია