in

კარგი ამბავი ჩვენთვის, ცუდი ამბავი ქართველებისთვის: მეტოქეები კვარას და მიქაუტაძის არყოფნამ გაახარა

რამდენიმე დღეც და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს. ამ ტურნირის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდათ. იშვიათად ხდება, რომ ეროვნული გუნდის ბევრ ფეხბურთელს ჰქონდეს ახალგაზრდულში თამაშის უფლება, მით უმეტეს, გუნდის ლიდერებს. თუმცა სამწუხაროდ საქართველოს ორი გამორჩეული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ევრო 2023-ზე არ იქნებიან. ცხადია, ეს დიდი შეღავათია მეტოქე გუნდებისთვის და ჩვენი თანაჯგუფელები არც მალავენ სიხარულს, საქართველოს ორი წამყვანი შემტევი რომ არ ეყოლება.

ხვიჩამ ახალგაზრდულზე უარი თქვა: რას წერს კვარაცხელია

მიქაუტაძემაც უარი თქვა, ახალგაზრდულში ვერ ვითამაშებო

Maisfutebol, პორტუგალია
„კვარაცხელიასა და მიქაუტაძის გადაწყვეტილებით მოიგებს პორტუგალიაა, რომელიც ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და გახსნის მატჩში შეხვდება“.

Nieuwsblad, ბელგია
„კარგი ამბავი ახალგაზრდა ბელგიელი ფეხბურთელებისთვის და იმედგაცრუება გულშემატკივრებისთვის: „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და „მეცის“ ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ელოდა, ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. იგივე ამბავია გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაშიც. ქართველს ჩვენ „სერენიდან“ ვიცნობთ, სადაც 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა“.

Voetbalprimeur, ნიდერლანდები
„კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. 22 წლის ქართველი ვარსკვლავი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, მაგრამ საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. კვარაცხელიას არყოფნა მასპინძლებისთვის დიდი დარტყმაა, ნიდერლანდელი ახალგაზრდებისთვის კი კარგი ამბავი“.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი მატჩი 21 ივნისს პორტუგალიასთან აქვს, შემდეგ 24-ში ბელგიასთან და ბოლოს, 27 ივნისს ნიდერლანდებს ვეთამაშებით.

ახალგაზრდულის შემადგენლობა ცნობილია: ორი მთავარი კაცი არ იქნება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპეზე სერიალს გადაიღებენ: ფეხბურთელმა ოლიმპიადაზე გამარჯვება მოინდომა

კარგი განწყობისთვის მოგება გვჭირდებოდა: კარგია, როცა ვარჯიში თამაშში გადაგვაქვს – ახალგაზრდულის შეფასებები