შოთა არველაძის “ჰალ სიტი” ინგლისის ჩემპიონშიპის 41-ე ტურის შეხვედრაში “მიდლსბროს” ესტუმრა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
“მიდლსბრო” ჩემპიონშიპში მე-8 ადგილზეა და პრემიერ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის, “ვეფზვებმა” კი, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის ერთადერთი გოლი ლევის-პოტერმა 74-ე წუთზე გაიტანა.
ამ გამარჯვებით, “ჰალ სიტის” 44 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონშიპში მეოცე ადგილზეა. არველაძის გუნდი გასავარდნ ზონას 15 ქულით უსწრებს.
მომდევნო შეხვედრას “ჰალ სიტი” 15 აპრილს “კარდიფ სიტის” წინააღმდეგ გამართავს
GIPHY App Key not set. Please check settings