in

დინამო ჩაიძირა: ქართული გუნდი ბარსელონეტასთან უშანსოდ დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის “დინამომ” მორიგი შეხვედრა გამართა და მორიგი მარცხი განიცადა. ქართული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ისევ მოგების გარეშეა. “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი გამართა და 12-ვე წააგო.

ამჯერად, დეიან სტანოევიჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1-გზის, ევროპის სუპერთასის 1-გზის, ესპანეთის 1-გზის ჩემპიონს, 21-გზის ესპანეთის ლიგის, 17-გზის ესპანეთის თასის და 15-გზის ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებულს “ბარსელონეყას” დაუპირისპირდა. “ბარსელონეტა” ესპანეთის ნაკრების საბაზისო გუნდია. იმ ესპანეთის ნაკრებისა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონია და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში იასპარეზა.

ასეთ მრისხანე გუნდს თბილისის “დინამომ” მედგარი წინააღმდეგობა მხოლოდ 1 პერიოდში გაუწია. პირველ 8 წუთში “ბარსელონეტამ” 3 გოლი გაიტანა. ქართული გუნდის შემადგენლობაში კი, დუშან ვასიჩმა დუბლი მიითვალა.

მეორე პერიოდში “ბარსელონეტამ” ძალიან აგრესიული დაცვა ითამაშა. ესპანელები “დინამოს” წყალბურთელებს ძალიან მაღლა აპრესინგებდნენ, კონრტრშეტევებზე ბრწყინვალედ თამაშობდნენ და “დინამო” აქვე გატეხეს.

ამის შემდეგ, ქართული გუნდი გატყდა და პრაქტიკულად არაფერი გამოდიოდა. “ბარსელონეტას” შემადგენლობაში საუკეთესო იყო მუნიარისი, რომელმაც 7 ბურთი გაიტანა. მეორე ნახევარში “დინამოს” გოლი არ გაუტანია.

ქართული გუნდის შემადგენლობაში გოლები: დუშან ვასიჩმა (2), ანდრია ბითაძემ და იოავან სარიჩმა გაიტანეს.

საბოოლოდ, 4:18 “ბარსელონეტას” სასარგებლოდ.

მომდევნო შეხვედრას თბილისის “დინამო” 20 აპრილს საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკში “იადრან სპლიტის” წინააღმდეგ გამართავს.

გოლები: 0:1 მუნიარისი, 0:2 მუნიარი, 1:2 ვასიჩი, 1:3 პავილარი, 2:3 ვასიჩი, 2:4 მუნიარისი, 2:5 მუნიარისი, 3:5 ბითაძე, 3:6 მუნიარისი, 3:7 მუნიარისი, 3:8 ლარუმბე, 4:8 სარიჩი, 4:9 პავილარი, 4:10 ასენსიო, 4:11 პონფერადა, 4:12 მუნიარისი, 4:13 დომინგესი, 4:14 პონფერადა, 4:15 პონფერადა, 4:16 ლარა, 4:17 გრანადოსი, 4:18 ლარუმბე,

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ყაზაიშვილმა გაიტანა და ულსანმა მოიგო

არველაძის გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვება: ჰალმა მიდლსბროს მოუგო