in ,

ჯოვინოს ქართული პასპორტი აქვს და ნაკრებში თამაშიც შეუძლია: დაუძახებენ?

ბათუმის „დინამოელმა“ ჯოვონო ფლამარიონმა ქართული პასპორტი მიიღო.

„დინამო“ პოლონეთში წავიდა და ხვალ, 21 ივლისს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩი უწევს პოზნანის „ლეხთან“.

ფიფას წესების თანახმად, ნატურალიზებყული ფეხბურთელი ქვეყანაში მინიმუმ 5 წელი უნდა თამაშობდეს, ჯოვანო კი ჩვენთან 2017 წელს ჩამოვიდა და შესაბამისად ამ წესს აკმაყოფილებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაინტერსების შემთხვევაში ფლამარიონს შეეძლება საქართველსო ნაკრებშიც ძალების მოსინჯვა.

ჯოვანო „პალმეირასის“ აღზრდილია. ბათუმში ჩამოსვლამდე თამაშობდა მონტენეგროს „ლოვჩენში“. 2019 წლის სეზონში, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2020 წლის სექტემბერში, იჯარით წავიდა ვოლგოგრადის „როტორში“ და მომდევნო წელს „დინამოში“ დაბრუნდა.
სულ ჯოვინოს 126 მატჩში 61 გოლი აქვს გატანილი.
ის მიმდინარე სეზონში 14 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გორელები აზიაში წავიდნენ, აზერბაიჯანი ჩვენებით ივსება: ქართული ტრანსფერები

არ ვიცი ამას როგორ აკეთებენ: დიბალა რომაშია, მესი ინტერს უნდა – სატრანსფერო სიახლეები