in ,

ჯოვინოს სამბა ბათუმში: ბათუმელებმა თბილისის დინამო დამაჯერებლად დაამარცხეს

ნამდვილი ბრაზილიური სამბა ვიხილეთ დღეს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე”.

Crystalbet ეროვნული ლიგის მეორე ტურში დინამოების დერბი ვიხილეთ. ბათუმის “დინამომ” თბილისური თანამოსახელე აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა თავიდანვე ბათუმელთა დიდი სათამაშო თუ ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და კახაბერ ცხადაძის გუნდი პრაქტიკულად ვერაფერს ქმნიდა. ანგარიში ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა. საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ჯოვინომ თავით ახლო მანძილიდან დაარტყა. დავით კერესელიძემ ბურთი ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია, მაგრამ ბრაზიელმა დამატებაზე მაინც შეძლო გატანა. კერესელიძემ ამ მომენტში მხრის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. მის ნაცვლად კი, მოედანზე ესპანელი ანდრეს პრიეტო გამოვიდა.

გაშვებული გოლის შემდეგ, თბილისელები ცოტათი გააქტიურდნენ, მაგრამ ბათუმელებმა მალე მეორეც გაიტანეს. ჯაბა ჯიღაურის პასის შემდეგ, ჯოვინომ ძალიან მოხდენილი მოძრაობით აუარა გიორგი პაპავას გვერდი. ერთგვარი სამბა წაიცეკვა “დინამოს” საჯარიმოში და ბრწყინვალე დარტყმით დუბლი მიითვალა. პირველ ნახევარში თბილისელებმა საერთოდ კარშიც ვერ დაარტყეს.

მეორე ნახევარში ცხადაძის გუნდს უფრო ჰქონდა შანსები, მაგრამ ძალიან დამაჯერებელი იყო საქართველოს ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე, რომელმაც ორ მომენტში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ბათუმის “დინამოსგან” მესამე გოლიც ჯოვინომ შექმნა. ბრაზილიელმა ბრწყინვალე პასით ირაკლი ბიძინაშვილს გაატანინა.

საბოლოოდ, 3:0 და ბათუმის “დინამომ” თბილისელ მოსახელეს ბოლო ხუთი მატჩიდან მეოთხე მოუგო (4 მოგება, 1 ფრე) და ისე კი ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” ისტორიაში მეცამეტედ დაამარცხა.

დღეს ასევე ორი შეხვედრა გაიმართა. “გაგრამ” ლუკა ნოზაძის გოლით “საბურთალო” 1:0 დაამარცხა. ქუთაისის “ტორპედომ” კი, ირაკლი ბუღრიძის გოლით გორის “დილა” დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცოლამდე კოშმარი ვიყავი: გვარდიოლა

ევრო 2028-ის მასპინძელი თითქმის ცნობილია: სხვა ვარიანტი არც არის